среда, 8 мая 2013 г.

ჩემი პროექტი

პროექტის სახელწოდება
ქართული  ხალხური მუსიკა
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
თემა: ქართული ხალხური საკრავები   
გაცნობა ქართული ხალხური საკრავების,კლასიფიკაცია დაჯგუფება, აგებულების და ჟღერადობის მიხედვი.


პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები მოისმენენ სხვადასხვა საკრავების ჟღერადობას.ეცოდინებათ ვიზუალურად საკრავები თუ როგორ  იქმნება ესა თუ ის საკრავი ჩამოუყალიბდებათ მუსიკალური  გემოვნება, პრაქტიკული უნარ-ჩვევები იმის შესახებ თუ როგორ გმოიყენონ რეალურ ცხოვრებაში.
პროექტის მიზნები
ანსხვავებს ხალხური მუსიკის საკრავებს კლასიკური მუსიკის ინსტრუმენტებისაგან.
ამოიცნობს საკრავებს სოლო და ერთობლივი ჟღერადობის დროს.
ხატავს ინსტრუმენტს.
მონაწილეთა ასაკი
მეშვიდე კლასი(12-13წელი)
ვადები-ხანგრძლივობა
2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეებმა სრულად უნდა მოიძიონ    ინფორმაცია ძველი ქართული ხალხური საკრავების   შესახებ გამოიკვლიონ მათი წარმოშობა,მოიყვანონ მაგალითები და დააკვირდნენ შემდგომში რა ცვლილება განიცადა თითოეულმა ინსტრუმენტმა და მისმა ჟღერადობამ .გამოიკვლევენ რომელი ფოლკლორული სიმღერები სრულდება თითოეულ ინსტრუმენტზე და საბოოლოდ  რომელ კუთხეში დამკვიდრდა .მოაწყონ ღონისძიებები შექმნან ვებ-გვერდი მოძიებული მასალებით.შეადგინონ პრეზენტაცია.
უნარ-ჩვევები
ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ანალიტიკური აზროვნების,შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარ -ჩვევები.ისწავლიან პროექტზე მუშაობას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
მუსიკალური ცენტრი, პროექტორი,კომპი8უტერი,აუდიო-დისკი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
1.აქტივობა
თემის შერჩევა შეთავაზება
მოსწავლეებს ვაცნობ პროექტის შინაარს და კლასს ვყოფ 4-ჯგუფად.1- ჯგუფს ევალება ინფორმაციის მოძიება ხალხური საკრავების შესახებ. 2-ჯგუფი გამოკითხვას ჩაატარებს სკოლაში, როგორ მუსიკას უსმენენ. 3-ჯგუფი იმუშავებს იმ მოსწავლეებისმოზიებაზე ვინც განსაკუთრებით უკრავს და მღერის ხალხურ სიმღერებს. 4-ჯგუფი იმუშავებს სტუმრების მოწვევასა და ჯიურის შერჩევაზე.
2-აქტივობა
მოსამზადებელი სამუშაო
ყველა ჯგუფი 2-კვირის მანძილზე შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას
3 აქტივობა.
შერჩეული მოსწავლეები 2 კვირაში მოამზადებენ მუსიკალურ მასალას. პროექტის  თითოეული წევრი დაეხმარება მათს სცენარის დეკლარაციაზე სიმღერის ვიზუალურ გაფორმებაზე რეკლამირებას გაუწევს მონაწილეებს აფიშებით, აირჩევენ ჟიურს, რომელიც მაყურებელთან ერთად შეარჩევს საუკეთესო ნომინაციებს.
საუკეთესო შემსრულებელი.
საუკეთესო სიმღერის გაფორმება(ვიდეო მასალები, სლაიდების საშვალებით და ა,შ.სტუმრების დახმარებით მოსწავლეები პრეზენტაციის სახით გამართავენ ლექცია-დისკუსიას.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მუს.VII. 3. მოსწავლეს შეუძლია   სხვადასხვა დავალების შესრულება მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების  გამოყენებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:      
·           იცნობს მუსიკალურ-კომპიუტერულ პროგრამის სხვადასხვა შესაძლებლობა(მუსიკის ჩაწერა, ფაქტურის, ტემბრის შერჩევა, რიტმული თანხლება);
·           მოცემული დავალების შესრულებისას იყენებს თეორიულ ცოდნას (მუსიკის ანბანი, ფორმ, ჰარმონი).

მუს.VII.4.  მოსწავლეს შეუძლია სასწავლო  პროექტში მონაწილეობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოიძიებს თეორიულ მასალას, ქმნის რესურსს;
·           მონაწილეობს პროექტის წარდგენაში.

მუს.VII.7.  მოსწავლე იცნობს და შეუძლია  ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ცნობილი ნიმუშების  დახასიათება.
·           განასხვავებს ხალხური მუსიკის პოპულარულ ნიმუშებს საქართველოს კუთხეების მიხედვით;
მუს.VII.8.   მოსწავლე აღიქვამს მუსიკას, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის  საშუალებას.                     
                       
·           მსჯელობს  მუსიკის როლზე ადამიანის ცხოვრებაში (საგალობელი, ნანა, მწყემსის სალამური, მრავალჟამიერი...);
·           აცნობიერებს, რომ მუსიკა ეხმარება მას ადამიანებთან ურთიერთობაში;
ნაწარმოები/ხელოვნების ნიმუში მისთვის დღესაც გასაგებია;


პროექტის ხელმძღვანელი
მაია ქათამაძე m.qatamadze12@gmaill.com

среда, 1 мая 2013 г.

ჩემს შესახებ

მოგესალმებით ჩემს ბლოგზე!
მე გახლავართ ქ.ტყიბულის  NV საჯარო სკოლის პედაგოგი,ძალიან მიყვარს ჩემი პროესია რომლის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია.ყველას გეფერებით და ძალიან მიყვარხათ.